რატომ სთხოვენ ისრაელელი ფანები მომღერალ Sia-ს 2,12 მილიონ დოლარს

ავსტრალიელი მომღერლის Sia-ს ისრაელელმა თაყვანისმცემლებმა მომღერლისა და კონცეტრის ორგანიზატორ Tandi Productions-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

გამოცემა Jerusalem Post-ის ცნობით, ფანები თელავივში გამართული კონცერტით არიან უკმაყოფილოები.

როგორც თაყვანისმცემლები აცხადებენ, ისინი უკმაყოფილოები დარჩნენ იმით, რომ მომღერალს პუბლიკასთან არ უკონტაქტია და ერთხელაც არ უხსენებია, რომ ისრაელში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ასევე არ მოეწონათ კონცერტის ხანგრძლივობა, რომელიც დაახლოებით 65 წუთი გაგრძელდა. მათი თქმით, დიდ ეკრანზე კონცერტის ტრანსლირების ნაცვლად სერიალი უჩვენეს.

მომღერლის ფანებმა ბილეთების კომპენსირება მოითხოვეს, რომელიც 344 შეკელი (91დოლარი) ღირდა.

კოკა კვირკველია