25 წლის წინ ამ დღეს ინტერნეტზე წვდომა საჯარო გახდა

სულ რაღაც 25 წლის წინ ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა, დღეს კი ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

მილიონობით ადამიანი გაცილებით უფრო ხშირად სარგებლობს ინტერნეტით, ვიდრე ტელევიზორით ან რადიოთი. ინტერნეტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი 1991 წლის 23 აგვისტოს გახდა.

1957 წელს ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის სამინისტროს გაუჩნდა იდეა, ომის დროს ინფორმაციის გადასაცემად სპეციალური საიტი შექმნილიყო.

პროექტზე სტენდფორდის სამეცნიერო ცენტრი, სანტა ბარბარას უნივერსისტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს-ანჯელესში და იუტას უნივერსიტეტები მუშაობდნენ.

1969 წელს პროექტი გაფართოვდა, ქსელს კი ARPANET ეწოდა. პირველი სერვერი 1969 წლის 2 სექტემბერს კალიფორნიის უნივერსიტეტში დააყენეს. ARPANET-მა არსებობა 1990 წელს შეწყვიტა.

1989 წელს კიდევ ერთი მნიშვნელვანი ფაქტი მოხდა: ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში შემუშავდა WWW (World Wide Web)-ის კონცეფცია, რომელიც ინგლისელ ტიმ ბერნერს ლის ეკკუთვნის  ტიმის მიზანი იყო ინტერნეტში შეექმნა ისეთი ვირტუალური სივრცე, სადაც შესაძლებელი გახდებოდა მონაცემებისა და ინფორმაციის ატვირთვა. ვებგვერდების კონცეფცია სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

1997 წლისთვის ინტერნეტი ცნობილი იყო როგორც ინფორმაციის გაცვლის საშუალება. იმ დროისთვის უკვე 1 მილიონი დომეინი იყო რეგისტრირებული.

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით სარგებლობს 2 411370 ადამიანი მაშინ, როდესაც 2010 წელს 1300 მილიონი ადამიანი სარგებლობდა.