2017 წელს მსოფლიოში რეკლამასა და მარკეტინგზე დანახარჯები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს

2017 წელს გლობალურ სარეკლამო ბაზარზე რეკლამასა და მარკეტინგზე დანახარჯები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია GroupM-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სარეკლამო დანახარჯები 552 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება, რაც 4,3%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

„რეკლამის ბაზრის სწრაფ ზრდას ინტერნეტ რეკლამა განაპირობებს, რომლის წილიც მთლიანი ბაზრის 11,2% იქნება“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ზრდის დიდი ნაწილი ლათინური ამერიკის ქვეყნებზე მოვა, სადაც რეკლამის ბაზრის ზრდა 2017 წელს 7,1%-ს მიაღწევს.

თუმცა, ანალიტიკურმა კომპანიამ მცირედით შეამცირა რეკლამის ბაზრის ზრდის წლევანდელი პროგნოზი და 4,5%-დან 4%-მდე დაწია. კომპანიის ანალიტიკოსთა განცხდებით, ეს მეტწილად ჩინეთისა და ბრაზილიის ბაზრების შენელებით არის გამოწვეული.