რიოს ოლიმპიური თამაშების ყველაზე პოპულარული სარეკლამო რგოლი "ჩვენ სუპერადამიანები" გახდა (+ვიდეო)

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერმა“ რიოს ოლიმპიურ თამაშების ტრანსლირებისას ყველაზე ნახვადი სარეკლამო რგოლების ათეული გამოაქვეყნა.

ათეულში მოხვდნენ კომპანია Nike-ის, Procter & Gamble-ის, „ჟილეტისა“ და სხვა ცნობილი კომპანიების სოციალური თუ სარეკლამო ვიდეორგოლები, რომლებშიც სპორტსმენთა სირთულეები და მათი წარმატებებია ასახული.

ათეულის ლიდერი ბრიტანული ტელეკომპანია Channel 4-ის მიერ დამზადებული რიოს პარაოლიმპიური თამაშების სარეკლამო ტიზერი „ჩვენ სუპერადამიანები“ გახდა. გამოცემის ინფორმაციით, ვიდეორგოლს YouTube-ზე 1 256 567 გაზიარება ჰქონდა.