ივლისში დონალდ ტრამპმა ინტერნეტ რეკლამაში 8,4 მილიონი დოლარი დახარჯა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ინტერნეტ რეკლამაში 8,4 მილიონი დოლარი დახარჯა.

ტრამპის კამპანიის მიერ წარდგენილი მონაცემებით, სწორედ ეს თანხა გადაუხადა ამერიკელმა მილიარდერმა ტეხასის ერთ-ერთ ინტერნეტ სარეკლამო კომპანიას.

ამავე მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ხუთჯერ მეტია დონალ ტრამპის მიერ ივნისში ინტერნეტ რეკლამაში გაღებულ თანხაზე.

ანალიტიკოსთა განცხადებით, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დიდ ფსონს ჩამოდის ინტერნეტ რეკლამაზე მეტოქესთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ტრამპის მთავარმა მეტოქემ, დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ივლისში ინტერნეტ რეკლამაში მხოლოდ 132 000 დოლარი დახარჯა.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოგროვილ თანხებს, „ბლუმბერგის“ ცნობით, ივლისში ტრამპის კამპანიამ 36,7 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო, ჰილარი კლინტონმა კი 52,3 მილიონი დოლარი.

„ყოველდღიურად მილიონობით ამერიკელი იყენებს ინტერნეტს ახალი ამბების გაცნობის, გართობისა და ადამიანებთან ურთიერთობების მიზნით. ამიტომ, ვფიქრობ, ინტერნეტი და ონლაინ რეკლამა იდეალური მედიუმია ტრამპისთვის“, - აღნიშნა ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა ჟილ პარსკეილმა.