რომელი ქვეყნებიდან შემოსული პროდუქტი ნადგურდება ყველაზე ხშირად საქართველოში

საქართველოში იმპორტირებული საკვები პროდუქტი საზღვარზევე მოწმდება. თუ პროდუქციამ შემოწმება ვერ გაიარა, ის ადგილზე ნადგურდება ან უკან ბრუნდება.

როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან მოწოდებული 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, ყველაზე ხშირად ნადგურდება ან უკან ბრუნდება საქართველოში იმპორტირებული საქონლის გაყინული ხორცი, გაყინული ქათმის ფილე, რძის ნაწარმი, დაკონსერვებული ან შებოლილი თევზი.

რაც შეეხება ქვეყნებს, არსებული სტატისტიკით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს მოიცავს, ყველაზე ხშირად პოლონეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან ექსპორტირებული პროდუქტი ნადგურდება ან უკან ბრუნდება.

რაც შეეხება უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქტს, 2016 წლის დასაწყისიდან მსგავსი მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთიდან კი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, კერძოდ, მარტის თვეში რუსეთიდან შემოტანილი ხიზილალა გააბრუნეს უკან.

როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში აცხადებენ, პროდუქტის რამდენიმე ეტაპიანი კონტროლი 2012 წლიდან ხორციელდება. 2012-2013 წლებში გაცილებით მეტი დარღვევა იყო, ბოლო ორი წელია კი დარღვევებმა იკლო.

თეა ბეჟიტაშვილი

წყარო ALLNEWS.GE