მელანია ტრამპი მისი სექსმუშაკობის შესახებ სტატიის გამო ბრიტანული გამოცემისგან 150 მილიონ დოლარს ითხოვს

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია ტრამპი ამერიკელ ბლოგერ უებსტერ ტარპლეისა და ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ს სასამართლოში უჩივის.

„ბიბისის“ ცნობით, მელანია ტრამპის სარჩელი ეხება ბრიტანული გამოცემის სტატიას, სადაც ეწერა, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის მეუღლე 1990-იან წლებში სექსმუშაკი იყო. გამოცემა იმასაც წერდა, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა, მისი მომავალი მეუღლე ნიუ-იორკში „ესკორტის“ დროს გაიცნო.

Daily Mail-მა აღნიშნული ინფორმაცია სლოვენიურ გამოცემა Suzy-ზე დაყრდნობით გაავრცელა. სტატიაში ასევე გამოყენებულია სლოვენიელი ჟურნალისტის ბოიან პოზარის მასალები, რომელიც ამტკიცებდა, რომ მელანია ტრამპი ნიუ იორკში 1995 წელს შიშველი პოზირებდა.

მისის ტრამპის ადვოკატის ჩარლზ ჰარდერის განცხადებით, ეს არის აბსურდული ინფორმაცია და ამ სიცრუის გამო მელანია ტრამპი კომპენსაციის სახით 150 მილიონ დოლარს ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, მელანია ტრამპი ამერიკაში 1996 წელს ჩავიდა.

46 წლის მელანია ტრამპი სლოვენიაში დაიბადა და 1990-იან წლებში ამერიკაში მოდელად სამუშაოდ ჩავიდა. დონალდ ტრამპი სლოვენიელ მოდელზე 2005 წელს დაქორწინდა. მელანია ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მესამე მეუღლეა.

კოკა კვირკველია