HP Enterprise ოპერაციული სისტემის შემქმნელ დეპარტამენტს ყიდის

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Hewlett Packard Enterprise (HPE) ოპერაციული სისტემის შემქმნელ დეპარტამენტს ყიდის.

„როიტერის“ ინფორმაციით, დეპარტამენტის შეძენას კომპანია „ტომა ბრავო“ გეგმავს. გარიგების სავარაუდო თანხად კი 8-10 მილიარდი დოლარი სახელდება.

HPE-ის აღმასრულებელი დირექტორის მეგ უიტმენის განცხადებით, კომპანია აპირებს ფოკუსირება ნეთვორქინგზე, ბაზების ცენტრებსა და სხვა ტექნოლოგიურ მომსახურებაზე მოახდინოს.

კომპანია Hewlett Packard Enterprise გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა კორპორაცია Hewlett Packard-ის ორ დამოუკიდებელ კომპანიად დაშლის შემდეგ.