ახალგაზრდების 58%-სთვის ბუნებრივი რეკლამა მისაღებია

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია YouGov-ის კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 58% სიამოვნებით კითხულობს ბუნებრივი რეკლამის შემცველ სტატიებს.

კვლევაში მონაწილე 30 წლამდე რესპონდენტთა 51%-ის განცხადებით, თუ სტატია საინტერესო, გასართობი ხასიათისა და ინფორმატიულია, ბუნებრივი რეკლამა მათზე გამაღიზიანებლად არ მოქმედებს. 38%-ის განცხადებით კი, ასეთი ტიპის სტატია ან ვიდეო მათ დიდ მოწონებას მაინცდამაინც არ იმსახურებს.

30 წლამდე გამოკითხულთა 65% კი აღნიშნავს, რომ მათთვის განსაკუთრებით მისაღებია ბუნებრივი რეკლამის შემცველი სტატია, როცა ასეთ შემთხვევაში ვებგვერდი უფასოა მომხმარებლებისთვის. გამოკითხულთა 19% ასეთ შემთხვევაშიც კი არ ამართლებს ბუნებრივ რეკლამას.

BI Intelligence-ის ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი რეკლამა ტრადიციულ ბანერულ რეკლამაზე ეფექტურია. BI Intelligence-ის პროგნოზით, მარკეტერები 2018 წელს ბუნებრივ რეკლამაზე 21 მილიარდს დახარჯავენ. 2013 წელს დანახარჯები 4,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.