დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ეკონომიკის მინისტრ ევალდას გუსტასის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში“ გაიმართა და მასზე მხარეებმა საქართველო-ლიტვის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ლიტვის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებადაა ჩამოსული.