ბიბლიოთეკარმა მთელი ქონება - 4 მილიონი დოლარი უნივერსიტეტს დაუტოვა

ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარმა რობერტ მორინმა საკუთარი ქონება - 4 მილიონი დოლარი უნივერსიტეტს უანდერძა.

რობერტ მორინმა ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტი 1963 წელს დაამთავრა და მას შემდეგ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად მუშაობდა.

ბიბლიოთეკარის სურვილის მიხედვით, ნაანდერძევი თანხა უნივერსიტეტის სტიპენდიების ფონდსა და ბიბლიოთეკის განახლებას მოხმარდება.