"თიბისი ბანკი"  "ბანკ რესპუბლიკას" ყიდულობს

როგორც ”ბიზნესპრესნიუსისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი გახდა "თიბისი ბანკი" "ბანკ რესპუბლიკას"  ყიდულობს. "თიბისი ბანკი" ადასტურებს, რომ განიხილავს "ბანკი რესპუბლიკას" შესყიდვას. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკების პირობები განხილვის პროცესშია. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, "ჰუალინგ ჯგუფის" მიერ "ბანკი რესპუბლიკას" ყიდვის თაობაზე, თუმცა გარიგება არ შედგა.