ჰუალინგ ჯგუფი - მოლაპარაკებები "ბანკი რესპუბლიკას" შეძენის შესახებ არ ჩაშლილა

უმსხვილესი ჩინური საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" განცხადებით, მოლაპარაკებები "ბანკი რესპუბლიკას"  შეძენის შესახებ არ ჩაშლილა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" "ჰუალინგ ჯგუფში" განუცხადეს, საინვესტიციო კომპანია საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

"ამ საკითხზე მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ,,თიბისი ბანკის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი ჩვენთვისაც მედიიდან გახდა ცნობილი”, - აღნიშნავენ ჰუალინგ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

"ბიზნესპრესნიუსისთვის" გუშინ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ "თიბისი ბანკი" "ბანკ რესპუბლიკას" შეძენას აპირებს. თავის მხრივ, "თიბისი-ში" დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია "ბანკი რესპუბლიკას" შეძენის თაობაზე.

ქრისტინე გამთენაძე