ბათუმში წინდების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა

თურქული ინვესტიციით ბათუმში წინდების მწარმოებელი საწარმო - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება EDAC გაიხსნა.

მისი სიმძლავრით თვეში 120 ათასი წყვილი წინდას დამზადებაა შესაძლებელი. ნაწარმი საქართველოს ბაზარზე უკვე იყიდება. უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტი აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში.

შ.პ.ს. EDAC პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც წინდებს აწარმოებს.

ამჟამად, საწარმოში 31 დანადგარი მუშაობს და 20 ადგილობრივია დასაქმებული. თუმცა, კომპანიის ცნობით, უახლოეს დღეებში, საწარმოს 10 დანადგარი დაემატება და მუშახელიც 30-მდე გაიზრდება.