,,სილიკონ ველი თბილისის’’ ტერიტორიაზე მედიატური გაიმართება

,,სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე დღეს  მედიატური გაიმართება. საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - „სილიკონ ველი თბილისი“ IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტი „სილიკონ ველი თბილისი“, რომელიც ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-ში განთავსდება, რამდენიმე დღეში გაიხსნება. 60-ზე მეტ წამყვან კომპანიასთან საქართველოსა და უცხოეთში უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის კომუნიკე.

დღეს, 11:00 საათზე, ,,სილიკონ ველი თბილისში’’, მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გაიმართება.

მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან ,,სილიკონ ველი თბილისის’’ პროექტებს, სასწავლო გარემოსა და კვლევით ლაბორატორიებს, ასევე საგანამნათლებლო და სპორტულ ინფრასტრუქტურას.