"ჯეოსელი" - მობილური ინტერნეტით სარგებლობა აღდგა

კომპანია ”ჯეოსელი” მობილური ინტერნეტით სარგებლობისას დღის განმავლობაში დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქსელის გაუმჯობესების მიზნით, გასულ ღამეს მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები, ამ დროისთვის კი ქსელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

”ჯეოსელი გაცნობებთ, რომ ქსელის გაუმჯობესების მიზნით, გასულ ღამეს განხორციელებული ტექნიკური სამუშაოების გამო, ქსელში დაფიქსირდა შეფერხებები მობილური ინტერნეტით სარგებლობისას. ჯეოსელის ტექნიკური გუნდის ეფექტიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად, ხარვეზი აღმოფხვრილია. ქსელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გვინდა ყველა ჩვენს აბონენტს ბოდიში მოვუხადოთ გამოწვეული დისკომფორტის გამო და მადლობა ვუთხრათ მოთმინებისთვის და ერთგულებისთვის”, - აცხადებენ კომპანიაში.

დღეს დილით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ”ჯეოსელის” მობილური ინტერნეტი გათიშული იყო.