როგორ გამოიყურება „ახალი ტიფლისის" ფარგლებში განახლებული აღმაშენებლის გამზირი (ფოტოგალერეა)

დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი ტიფლისის“ ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება.

პროექტის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირი ახალ რეკრეაციულ ზონად გადაკეთდება. გამზირის ნაწილი ქვეითად მავალთა ზონა იქნება, აქ ახალი ტურისტული მარშრუტები გაივლის. სარესტავრაციო სამუშაოების პერიოდში გამზირზე არსებულ საცხოვრებელ სახლებში საინტერესო აღმოჩენები გაკეთდა. კერძოდ, კედლებზე აღმოაჩინეს XIX საუკუნის ბოლო პერიოდის უნიკალური ფერწერული ნიმუშები, რომელთა ავტორებიც ევროპელი მხატვრები იყვნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო: საქართველოს სამშენებლო პროექტები THOUSE.GE