„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 27,4% ყველაზე ხშირად რადიო "პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენს.
გამოკითხვაში მონაწილეთა 24,5% რადიო „ფორტუნას“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენს, 19,3% კი რადიო „მაესტროს".
დანარჩენი რადიოების საინფორმაციო გამოშვებებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10,2% - „საზოგადოებრივი რადიო“, 8,6% - რადიო „იმედი“, 5,25% - რადიო „კომერსანტი“, 4,8% - „რადიო თავისუფლება“.
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 420-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 11 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.