როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა კაცი ბორბლებიან სახლში

მინსკელმა ბიზნესმენმა ფრიად ორიგინალურად და რომანტიულად გადაწყვიტა მოეგვარებინა ბინის საკითხი , იმის მაგივრად, რომ ყოველთვიურად ეხადა 500$ ბინაში, გადაწყვიტა სახლი ბორბლებზე ჰქონოდა მინსკის ზღვის სანაპიროზე.

ახალგაზრდა კაცი დარწმუნებულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ყველაზე ჭკვიანურია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მომავალში აპირებს დიდ საქმეებს შეეჭიდოს და უფრო დიდი მიზნები აქვს, ვიდრე 60კვ. მეტრი საცხოვრებელი "კამენნი გორში".

წყნარი, მყუდრო ადგილი მინსკის ზღვის სიახლოვეს, სანატორიუმ "იუნოსტთან" ახლოს, ირგვლივ ტყეა, მოდის წყარო, საოცარი სიწყნარეა, წყაროსგან 15 მეტრის მოშორებით დგას ავტოკემპერი, ამ სახლის მეპატრონე ევგენიმ ქალაქის ხმაურს და ცივილიზაციას ბუნების მყუდრო გარემო ამჯობინა. მცირე, 9 კვადრატულ მეტრიან საცხოვრებელში უცოლო მამაკაცს აქვს ყველაფერი: გაზი, დენი, მაცივარი, წყალი, გათბობა, ტუალეტი.

"სულ ცოტა ხნის წინ დავშორდი შეყვარებულს, ჩემს წინაშე დადგა საცხოვრებელი ბინის საკითხი, - აღიარებს ევგენი, - მშობლებს აქვთ მინსკში ბინა, მაგრამ ახლა იმ ასაკში ვარ, რომ მარტო მინდა ცხოვრება. როდესაც ბინის ძებნა დავიწყე, მაგ დროს დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში და ბინის მეპატრონეებმა უცებ აუწიეს ფასებს, ერთ ოთახიან ბინაში 500-700 და 900 დოლარსაც კი ითხოვდნენ."

"მე ბევრს ვმუშაობ, მაქვს საკუთარი ინტერნეტ-მაღაზია და ჩავთვალე, რომ ღამის გათევისთვის ამდენი ფულის გადახდა, წყალში გადაყრა იყო, ჯობია ეს თანხა ისევ ბიზნესს მოვახმარო",-აღნიშნავს ევგენი.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო intermedia.ge