ონლაინ ვიდეორეკლამას ყველაზე ხშირად დიდ ბრიტანეთში უყურებენ

ონლაინ ვიდეო რეკლამას ყველაზე მეტი მომხმარებელი დიდ ბრიტანეთში ჰყავს.

ComScore-ის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში მოსახლეობის 77% უყურებს ონლაინ ვიდეორეკლამას. შედარებით ნაკლები - 68% ავსტრალიაში, 67% კი კანადაში.

პირველ ხუთეულში 64%-ით ასევე არიან გერმანია და აშშ და 51% - არგენტინა.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ახალი ტექნოლოგიების გაჩენამ ონლაინ ვიდეოკონტენტუს ყურება უფრო შთამბეჭდავი გახადა. ყველაზე მზარდი სეგმენტი კი სმარტტვ-ია (33%), რომლის მეშვეობითაც ონლაინ ვიდერეკლამის ბაზარი ზრდას განაგრძობს.

კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად მომხმარებლები ინტერნეტში საკვები პროდუქტის რეკლამას უყურებენ, რომელსაც მოსდევს ჰიგიენისა და მოვლის საშუალებების რეკლამა, ფარმაცევტული საშუალებები, მომსახურება, სასმელები და ავტომობილები.