მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერები

24/7 Wall Street-ი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერების 20-ეულს გვთავაზობს , რომელიც ასე გამოიყურება:

20. სიგმუნდურ დავიდ გიუნლოგსონი - ისლანდიის პრემიერ-მინისტრის ანაზღაურება თვეში 134 000 $-ია, რომლის წლიური ჯამიც 16,7 მილიონ კრონს შეადგენს.

19. იუჰა სიპილა - ფინელი ლიდერის თვიური ანაზღაურება 159 000$-ია.

18. ერნა სოლბერგი - ნორვეგიელი პრემიერი, რომელიც ყოველთვიურად 187 000$-ს იღებს.

17. ფრანსუა ოლანდი - საფრანგეთის პრეზიდენტის ყოველთვიური შემოსავალი 202 000$-ია.

16. სინძო აბე - იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს ანაზღაურება ყოველთვიურად 203 000$-ია.

15. მარკ რუტე - ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 204 000$-ია.

14. დევიდ კემერონი - დიდი ბრიტანეთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის ანაზღაურებაც 206 000$ იყო, ვიდრე იგი ამ პოსტს იკავებდა.

13. ენდა კენი - ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური ანაზღაურება 209 000$-ია.

12. ლარს ლოკე რასმუსენი - დანიის ყოფილი პრემიერი, რომლის ხელფასიც 222 000$ იყო, ხოლო 8 თვის განმავლობაში დაგროვილი კაპიტალი - 44, 625$.

11. სტეფან ლევენი - შვედეთის პრემიერ-მინისტრი, რომლის თვიური შემოსავალი 235 000 დოლარია.

10. შარლ მიშელი - ბელგიის ამჟამინდელი პრემიერი, რომლის ხელფასი თვეში 239 000$ შეადგენს.

9. ანგელა მერკელი - გერმანიის კანცლერი, რომლის ანაზღაურება 244 000$-ია.

8. ჯასტინ ტრუდო - კანადის პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი 253 000$-ია.

7. ხავიერ ბატელი - ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, თვეში ანაზღაურების სახით 255 000$-ს იღებს.

6. ვერნერ ფაიმანი - ავსტრიის ფედერალური კანცლერი, ხელფასი - 343 000$.

5. მალკოლმ ტერნბული - ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ხელფასის სახით 396 000$-ს იღებს.

4. ბარაკ ობამა - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ყოველთვიური ანაზღაურება 400 000$-ია.

3. იოჰან შნაიდერ-ამანი - შვეიცარიის პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების გზით 2 თვის წინ იქნა არჩეული, ანაზღაურების სახით 460 000$-ს იღებს.

2. ლეუნ ჩუნ-ინგი - ჰონგ-კონგში ის სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობდა, იყო როგორც ვიცე-პრემიერი, ისე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეხუთე პრემიერ-მინისტრი. მისი ყოველთვიური შემოსავალი 576 000$-ია.

1. ლი სიანლუნი - ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერია. სინგაპურის პრემიერ-მინისტრის შემოსავალი 1,76 მილიონ დოლარს შეადგენს.

წყარო ALLNEWS