აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობა თითქმის 10 მილიონ ლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ”სი ი ეფ სი“-ს 9 840 250 ლარად გადასცა.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს, ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება.

ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას.