გაერო - ოფშორებში გადამალული თანხები 25 ტრილიონ დოლარს აღწევს

ოფშორებში გადამალული თანხების რაოდენობა 7-დან 25 ტრილიონამდე დოლარს აღწევს.

გაერო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყნები ასეულობით მილიარდს კარგავენ ოფშორში გადამალული თანხების გამო.

გაერო-ს განცხადებით, ოფშორში გადამალული თანხები ისეთ საჯარო სერვისებს უნდა მოხმარდეს, როგორებიც ჯანდაცვა, სკოლები, სოციალური უსაფრთხოება, კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა და სასამართლოა.

„სახელმწიფოები უფრო აქტიურად უნდა შეებრძოლონ თაღლითებს, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას“, - ნათქვამია გაერო-ს ექსპერტთა ანგარიშში.

ექსპერტები ასევე მოუწოდებენ ქვეყნების ხელისუფლებებს, ერთობლივად იმუშავონ ოფშორული ზონების ლიკვიდაციისთვის და დააწესონ უფრო მკაცრი ფინანსური რეგულაციები.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე