დიმიტრი ქუმსიშვილი - ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას

მე დღეს ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თავისუფლებას და ყველა ჩვენთაგანის კეთილდღეობას , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, ქუმსიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მე-17 ოლქის 96-ე უბანზე გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილი საარჩევნო უბანზე ვაჟთან ერთად მივიდა.

”მე დღეს ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თავისუფლებას და ყველა ჩვენთაგანის კეთილდღეობას; ხმა მივეცი ევროპულ არჩევანს და იმ უკეთეს მომავალს, რომლისთვისაც ყველანი ერთად ვშრომობთ. მე ხმა მივეცი უკეთეს განათლებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.