ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, "პატრიოტთა ალიანსი" 5%-იან ბარიერს ლახავს

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ”პატრიოტთა ალიანსი” საარჩევნო ბარიერს ლახავს - მას ხმების 5% აქვს მიღებული.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შედეგები 3 686 უბნის მიხედვით გამოაქვეყნა.

შედეგები ასეთია: - პროპორციულ არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48.6% მიიღო, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27.14%.

უახლესი შედეგებით, ხმების 5% აქვს ”პატრიოტთა ალიანსს“.

ამომრჩეველთა ხმების 4.61% აქვს ”თავისუფალ დემოკრატებს“.