საკრებულოს შუალედური არჩევნები ”ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შუალედური არჩევნები ”ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს.

საკრებულოს შუადელური არჩევნები თბილისის (კრწანისი, ისანი, გლდანი), წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში გაიმართა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს მაჟორიტარად არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვაზე მეტ ხმას იღებს.

შედეგები ასეთია: კრწანისის მაჟორიტარული ოლქი - ქეთევან მამულაშვილი (60.73%); ისნის მაჟორიტარული ოლქი - ზურაბ ქადაგიძე (45.61%); გლდანის მაჟორიტარული ოლქი - გულია გოცირიძე (51.25%); წალკის მაჟორიტარული ოლქი - დავით კვარაცხელია (100%); ჭიათურის მაჟორიტარული ოლქი - ვახტანგ ცუცქირიძე (46.74%); აბაშის მაჟორიტარული ოლქი - იაგო თოდუა (59.1%); ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი - თაზო ფაცაცია (43.84%).