ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3340 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3340 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3340 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3337 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.56064 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5986 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.