ბათუმის 58-ე უბნის მონაცემებს თავიდან დაითვლიან

ბათუმის #79 ოლქის გადაწყვეტილებით, ბათუმის 58-ე უბნის მონაცემებს თავიდან დაითვლიან. აღნიშნული უბნის მონაცემების თავიდან გადათვლა "სამართლიანმა არჩევნებმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვეს, ვინაიდან შემაჯამებელი ოქმი გადასწორებულია და თან არ ახლავს ჩასწორების აქტი.

"სამართლიანი არჩევნები" აღნიშნულს პროცედურულ დარღვევად აფასებს.

58-ე უბნის მონაცემების თავიდან გადათვლის შემდეგ საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს თუ არა ამ უბნის შედეგები და დააკისროს თუ არა პასუხისმგებლობა თავმჯდომარეს.

#79-ე ოლქმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მეორე საჩივარი და #1 უბნის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს გაფრთხილება მისცა. ამ უბანზე ხმაურის გამო პოლიცია ორჯერ იყო გამოძახებული.