ევროპარლამენტის მომავალი სხდომის დღის წესრიგში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ შესულა

ევროპარლამენტის მომავალი სხდომის დღის წესრიგში უკრაინა-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დამტკიცების საკითხი არ შევიდა, რომელიც 24-27 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამის შესახებ „eurointegration.com.ua“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ამას მოწმობს სესიის დღის წესრიგი, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დღის წესრიგის პროექტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საკითხებიც არ არის შესული.

ევროკავშირის საბჭომ 5 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლა „შეჩერების მექანიზმის“ ძალაში შესვლასთან ერთად უნდა მოხდეს.