"ბრექსიტის" რეფერენდუმის შედეგების ფონზე, დიდ ბრიტანეთში ბრენდული ნივთების ფასი მკვეთრად დაეცა

დიდ ბრიტანეთში ბრენდული ნივთების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ექსპერტები ამას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გეგმას და ამის ფონზე, ბრიტანული გირვანქა სტერლინგის კურსის დაცემას უკავშირებენ.

Deloitte -ის კვლევის თანახმად, ბრენდული ნივთების შეძენა ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასად ლონდონშია შესაძლებელი.

"ბიბისის" ცნობით, ფუნტის დოლართან კურსის ვარდნის გამო, Louis Vuitton-ის ჩანთა Speedy 30 ლონდონში 645 გირვანქა სტერლინგი (802 აშშ დოლარი) ღირს, პარიზში იგივე ჩანთის ფასი 850 აშშ დოლარია, ნიუ იორკში 970 აშშ დოლარი, ჩინეთში კი 1 100 აშშ დოლარი ღირს.

კიდევ ერთ მაგალითად ექსპერტები ასახელებენ Balenciaga-ს კაბას - Foulard Fringe Dress-ს. კაბის შეძენა დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 400 დოლარით ნაკლებად შეგიძლიათ, ვიდრე აშშ-ში.