ყველაზე ეფექტურ PPC არხად ტექსტური რეკლამა დასახელდა

ყველაზე ეფექტური სარეკლამო PPC (pay-per-click) არხად ტექსტური სარეკლამო შეტყობინება დასახელდა.

კომპანია Hanapin Marketing-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ მარკეტოლოგთა 86%-ის თქმით, მიმდინარე წელს მათი პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირებისას ყველაზე ეფექტური ტექსტური PPC იყო.

ამავე კვლევაში მონაწილე მარკეტოლოგების 65% მიიჩნევს, რომ ეფექტური ინტერნეტში განთავსებული ისეთი რეკლამაა, რომელსაც რემარკეტინგის ფუნქცია აქვს, 56%-ის აზრით - მობილური რეკლაამა.

გამოკითხულთა 83% აღნიშნავს, რომ PPC რეკლამას წარმატებული შედეგი ჰქონდა და კმაყოფილია, 11%-ისთვის შედეგი დამაკამაყოფილებელი იყო და მხოლოდ 6%-ისთვის სუსტი.

კვლევაში მონაწილეობა მარკეტინგის 183-მა სპეციალისტმა მიიღო აშშ-დან, კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

pay-per-click (PPC) სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა არის კომერციული თუ არაკომერციული კომპანიისათვის, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მიიზდიოს საკუთარ ვებგვერდზე ან კონკრეტული პროდუქტისა თუ სერვისის სარეკლამო კამპანია აწარმოოს. PPC კონცეფციით რეკლამის განთავსება დამკვეთისათვის ნიშნავს, რომ ის გადაიხდის კონკრეტულ საფასურს მის რეკლამაზე ყოველი კლიკისთვის, რომელიც მომხმარებელს რეკლამის განთავსების საიტიდან მისი კომპანიის საიტზე გადაამისამართებს.