როგორი იქნება Apple-ის ახალი MacBook Pro

კომპანია Apple დღეს განახლებული MacBook Pro-ს პრეზენტაციას გამართავს.

„ფორბსის“ ცნობით, დაგეგმილია 13-დუიმიანი დიაგონალის მქონე MacBook Pro Air-ის წარდგენა. არაოფიციალური ინფორმაციით, მთავარი სიახლე OLED-დისფლეი გახდება კლავიატურის ზედა ნაწილში.

MacBook Pro-ს შეცვლა მოსალოდნელი იყო, რადგან კომპანიას გაჯეტის დიზაინი 2012 წლიდან არ შეუცვლია.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ვრცელდება ახალ MacBook Pro Air-თან დაკავშირებით, USB-ს პორტებს უკავშირებს, რომელსაც "ეფლი" სავარაუდოდ, USB-C პორტით შეცვლის.

დასავლურ პრესაში წერენ, რომ 2017 წლის დასაწყისისთვის Apple გეგმავს კიდევ ერთი ნოუთბუქის პრეზენტაციას უახლესი შვიდბირთვიანი პროცესორის ბაზაზე, თუმცა ახალი გაჯეტის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.