სენაკის მუნიციპალიტეტში, კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილის წარმოებას ახორციელებს

კოოპერატივში „სოფლის იმედი“ 31 მეპაიეა გაერთიანებული. კოოპერატივი თხილის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ENPARD-ის ფარგლებში, კოოპერატივმა გრანტის სახით თხილის გადამუშავებისთვის საჭირო მოწყობილობები - თხილის საშრობი, სატეხი, კალიბრატორი და გამწოვი მიიღო.

”2015 წელს კოოპერატივმა 300 ტონა თხილი გადაამუშავა. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. დღეისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 138 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც 1 984 მეპაიეა გაერთიანებული. სამეგრელოს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ძირითადი დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა, მეციტრუსეობა და მეთხილეობა”, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 55 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე 112 აგროკომპლექტი და 8 ხელის სათესია გაცემული.