საქართველოში ბაზრის ციფრული კვლევა დაიწყება

,,სილიკონ ველი თბილისის’’ პირველი ინოვაციური პროდუქტი სტარტს უახლოეს მომავალში აიღებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბაზრის ციფრული კვლევის სრულიად ახალი მოდელი შეიმუშვეს. მოდელი მორგებულია მსხვილი და მცირე ბიზნესის ინტერესებზე და ბაზრის ელექტრონულ კვლევას გულისხმობს, რომელიც საშუალებას იძლევა, ბიზნეს სექტორმა 7 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში სწრაფად, ეფექტურად, ხარისხიანად და შედარებით ნაკლები ბიუჯეტით ბაზრის სრული და ხარისხიანი ანალიზი მიიღოს.

პროდუქტის ”24/7”-ზე მიზანია ბიზნესს მისთვის საინტერესო ბაზრის მონიტორინგი შესთავაზოს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ბაზრის ელექტორნული კვლევის ინოვაციური მოდელი საშუალებას იძლევა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ელექტრონული და სოციალური არხების გამოყენებით კვლევა ონლაინრეჟიმში განხორციელდეს.

,,სილკონ ველი თბილისში’’ შემუშავებული ელექტრონული კვლევის კიდევ ერთი უპირატესობა უცხოეთის ბაზრის შესწავლაა. საზღვარგარეთ ოპერირებად ბიზნესკომპანიებს, რომლებსაც საქართველოდან პროდუქცია ან მომსახურება ექსპორტზე გააქვთ, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოდანვე შეისწავლონ კონკრეტული ქვეყნის ბაზარი და მიიღონ სრულყოფილი და ხარისხიანი ინფორმაცია ელექტრონული კველევის საშუალებით, რაც ბიზნესისთვის გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში შემუშავებული ელექტრონული კვლევის ,,24/7” კიდევ ერთი უპირატესობა კვლევის მობილური აპლიკაციაა. ელექტრონული კველვის დამკვეთს ამ მობილური აპლიკაციით საშუალება ექნება კვლევის მიმდინარეობის პროცესს, 7 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში, მობილური ტელეფონით მონიტორინგი გაუწიოს.

ელექტრონული კვლევის პროდუქტს ,,სილიკონ ველი თბილისი’’ ბაზარს უახლოეს მომავალში წარუდგენს.