რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ინგლისის დედოფლის მძღოლი

ინგლისის დედოფალი, 88 წლის ელიზაბეთ II ისევ ახალ მძღოლს ეძებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის განუმეორებელი სამსახური, რაშიც ეჭვი ისედაც არავის ეპარება. განცხადებაში ასევე წერია, რა ელის ბრიტანეთის დედოფლის პოტენციურ პირად მძღოლს:

► თქვენ მოგიწევთ დედოფლის შეჯავშნული ”ბენტლის” მართვა. დედოფალი ძირითადად სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდება. გარდა ამისა, ხშირად დადის ”როლს-როისით” და სხვა მდიდრული ლიმუზინებით. ასევე, უნიკალური ეტლით.

► აუცილებელი მოთხოვნაა, გქონდეთ პირველი კლასის მანერები და იყოთ თავდაჯერებული. აუცილებელია დიპლომატიურობაც და უნდა შეგეძლოთ დედოფლის დახმარება. ცხადია, რომ უნდა შეგეძლოთ საიდუმლოს შენახვაც - არ უნდა იყოთ ენაჭარტალა.

► ყოველთვის უნდა შეგეძლოთ სწორი და სწრაფი გზის პოვნა - მაშინაც კი, როცა დრო ძალიან ცოტაა.

► სამუშაო საათები: კვირაში 48 საათი, ორშაბათიდან შაბათამდე.

► იმ დროს, როცა დედოფალს ან მისი ოჯახის წევრებს მძღოლის რანგში არ ემსახურებით, უნდა მოუაროთ მის ავტოპარკს.

► ისაუზმებთ, ისადილებთ და ივახშმებთ სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალთან ერთად. საკვების ფული ჩამოგეჭრებათ ხელფასიდან.

► და ყველაზე მთავარი: ხელფასი წელიწადში 23 000 ფუნტი. თვეში დაახლოებით 2 800 ევრო გამოდის.

წყარო autobild.ge