რეკლამა უფრო ბუნებრივი ხდება

ინტერნეტ რეკლამის ბაზარზე ბუნებრივი რეკლამა სულ უფრო პოპულარული ხდება.

ბუნებრივი რეკლამის მიზანია, რომ მომხმარებელმა კონკრეტული კონტენტის ძიებაში პროდუქტზე ინფორმაცია მისთვის სასიამოვნო ფორმით მიიღოს.

ბუნებრივ რეკლამას საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა, როდესაც ამერიკელმა ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, „უარი ეთქვათ“ ტრადიციულ სარეკლამო განცხადებაზე და მომხმარებლისთვის რეკლამა საინტერესო გზით მიეწოდებინათ.

ბუნებრივი რეკლამის მთავარი უპირატესობა win-win-ის პრინციპით მოქმედებაა - მომხმარებელი პროდუქტზე ინფორმაციას იქ აწყდება, სადაც თავად ეძებს მისთვის საინტერესო სტატიას.

კომპანია IAB-ისა და ანალიტიკურ ცენტრ Edelman Berland-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის თანახმად, რომელშიც მონაწილეობა 5 000-მა მომხმარებელმა მიიღო, ბუნებრივ რეკლამას რეკლამის სხვა სახეობებთან შედარებით, მომხმარებელთა უმრავლესობა უფრო საინტერესოდ მიიჩნევს და 25%-ით მეტჯერ აქცევს ყურადღებას, ვიდრე ტრადიციულ რეკლამას.

ამავე კვლევის მიხედვით, ბუნებრივი რეკლამა მედიაკომპანიების სარეკლამო შემოსავლების 11%, 2018 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზრდება.

ანალიტიკოსთა პროგნოზით, მხოლოდ აშშ-ში 2017 წელს ბუნებრივი რეკლამის შემოსავალი 5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ბუნებრივი რეკლამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დღემდე რჩება კატებისთვის განკუთვნილი საკვების „ფრისკასის“ რეკლამა. BuzzFeed-ის მიერ გავრცელებულ სარეკლამო რგოლში, სახელწოდებით „ძვირფასო, ფისუნია“, უფროსი კატა პატარა კნუტს უყვება სახლზე, სადაც ცხოვრობს. რგოლის შუაგულში მხოლოდ რამდენიმე წამით ჩნდება „ფრისკისის“ ქილა, რომელზეც დიასახლისი კატებს ეპატიჟება.