უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო დოლარზე ან ევროზე?

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ვალუტამ ბოლო პერიოდში ნდობა დაკარგა. მათი აზრით, მაღალი დოლარიზაციის პირობებში ქვეყანაში მულტი სავალუტო რეჟიმის შემოღებაა საჭირო. ისინი მთავრობას არსებული რეალობის უკეთ გაანალიზებას ურჩევენ და ლართან ერთად მიმოქცევაში სხვა ვალუტის დაშვებას უწევენ რეკომენდაციას. ფულადი ტრანზაქციების სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებას ექსპერტთა ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი განმარტებით, მულტი სავალუტო რეჟიმის შემოღება ქვეყანაში არსებულ ფინანსურ წესრიგს გააუარესებს. 

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე