”თურქმენეთის ავიახაზებმა” საქართველოში ფრენების განხორცილება სამომავლოდ გადადო

”თურქმენეთის ავიახაზები“ აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის საჰაერო ხაზზე ოპერირებას აღარ განახორციელებს.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ”თურქმენეთის ავიახაზებმა“ კომერციული მიზნებიდან გამომდინარე ზამთრის სეზონზე განრიგი უკან გაითხოვა.

”ერთი კვირის წინ გვაცნობეს რომ აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის მიმართულებით რეისების შესრულებამ ცოტა ხნით გადაიწია. როგორც ”თურქმენეთის ავიახაზებიდან“ გვაცნობეს კომერციული მიზნებიდან გამომდინარე რეისების შესრულებას ცოტა მოგვიანებით დაიწყებენ. ზამთრის სეზონი შედარებით ნაკლებად აქტიურობით გამოირჩევა და სავარაუდოდ ეს არის მიზეზი რომ კომპანიამ ფრენა შეაჩერა. გვაქვს დასტური რომ აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის მიმართულებით რეისები აუცილებლად შესრულდება”, - განაცხადეს სამოქალო ავიაციის სააგენტოში.

„თურქმენეთის ავიახაზებს“ აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის საჰაერო ხაზზე ოპერირება დღეს, 2 ნოემრებს უნდა დაეწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგულარული რეისები საქართველოსა და თურქმენეთის დედაქალაქებს შორის კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, ბოინგ 737 და 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით უნდა განხორცილებულიყო. ავიაკომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიენიჭებული აქვს.

ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, 2016 წლის 4 ივლისს, აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.