ბანკებში ერთი დოლარის ღირებულებამ უკვე 2.4800 ლარს მიაღწია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4800 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება.

ამ დროის მდგომარეობით, „თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთი დოლარის შეძენა 2.4800 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.4000 ლარად.

"საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.475 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.395 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.4750 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.4150 ლარად.

„ბანკ ქართუში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4650 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4150 ლარს მიიღებს.

დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკში”, სადაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4520 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4260 ლარს მიიღებს.

ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში კი დოლარის შეძენის ფასმა 2.4570 -ს მიაღწია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.43 ან 2.44 ლარად იბარებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4195 ლარია.