EBRD საქართველოში 2017 წელს ეკონომიკის 3,9%-იან ზრდას პროგნოზირებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 3,4%-ით, 2017 წელს კი 3,9%-ით ზრდას პროგნოზირებს.

როგორც EBRD-ის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნავარაუდევი.

სომხეთში მშპ-ს ზრდა 2.0 პროცენტით მოხდება როგორც 2016, ისე 2017 წელს. EBRD-ის ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მშპ 3.0 პროცენტით შემცირდება 2016 წლის ბოლოსთვის, 2017 წელს კი 1.0 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი. თურქეთში 2016 და 2017 წლებში 3.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდება, რუსეთში კი 2016 წელს მშპ-ს მაჩვენებლი 0.6 პროცენტით შემცირდება, ხოლო მომავალ წელს 1.2 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი.

ბანკის ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, რომელიც სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპასა და ცეტრალურ აზიას მოიცავს, 2016 წელს მშპ-ს ზრდა საშუალოდ 1.6 პროცენტით მოხდება. 2017 წლისთვის კი პროგნოზი 2.5 პროცენტია. 2015 წელს ზრდის მაჩვენებელმა მხოლოდ 0.5 პროცენტი შეადგინა.

ნანა მღებრიშვილი