ID ბარათის საპროტესტოდ მოქალაქემ ბათუმის იუსტიციის სახლში ფოტოჯიხურები დააზიანა

ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ფოტოჯიხურები დააზიანა.

ჩამსხვრეულია ფოტოს გადასაღებ კაბინებში აპარატების ეკრანები.

როგორც ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერმა თამარ სამსონიამ განაცხადა, აგრესიული მოქალაქის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდა.

"დაგვიზიანა სახელმწიფო ქონება, რაზეც შესაბამის სამსახურებს ეცნობა და გატარებულია სათანადო ზომები. მოქალაქე ალბათ, დაკავებულია, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. იუსტიციის სახლის სამუშაო პროცესს ხელი არ შეშლია", - აღნიშნა თამარ სამსონიამ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ამ ქმედებით პროტესტი ID ბარათის მიმართ გამოხატა.