adjara.gov.ge-ზე საპრივატიზაციო ობიექტების პირველი ელექტრონულ მონაცემთა ბაზა განთავსდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე - www.adjara.gov.ge - საპრივატიზაციო ობიექტების პირველი ელექტრონულ მონაცემთა ბაზა განთავსდა. როგორც  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, ახალი გვერდი ინვესტორებს საშუალებას მისცემს, გაიგონ ინფორმაცია აჭარის ტერიტორიაზე არსებული გასაყიდი ობიექტების მდებარეობის, მიწის/შენობის ფართობისა და მათი ნორმატიული ღირებულების შესახებ. ამ დროისთვის სისტემა 62 ობიექტის შესახებ ინფორმაციას მოიცავს, რომლის განახლება სისტემატიურად ხდება და სამომავლოდ მონაცემებს ახალი ობექტები დაემატება. ქონების პრივატიზებით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტში უნდა წარადგინონ, სადაც შესაბამისი წინადადების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

საპრივატიზაციო ობიექტების მონაცემთა ბაზის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: http://mofea.ge/privatization/.