როგორ ზრუნავენ ეკოლოგიაზე მსოფლიოს "ჭკვიანი ქალაქები"

ბევრ ქვეყანაში საზოგადოება მიეჩვია, რომ ეკოლოგია ქალაქებში უკანა პლანზეა და მასზე არავინ ზრუნავს, თუმცა ყველგან ასე არ ხდება.

წარმოგიდგენთ ამერიკის, ავსტრალიისა და ევროპის ქალაქებს, სადაც ჰაერის, წყლისა და ნარჩენების გადამუშავების ხარისხზე ზრუნვა პრიორიტეტია.

კურიტიბა - ბრაზილიის მწვანე ოაზისი

პარანას შტატის თანამედროვე დედაქალაქში ქალაქის მშენებლობა დაბალი საცხოვრებელი რაიონების სიმჭიდროვით და მწვანე ზონების უხვად გაშენების ფონზე წარიმართა. ქალაქი დაპროექტდა სწრაფი და კომფორტული გადაადგილებისთვის, მაგრამ არა ავტომობილით, არამედ ქვეითად მოსიარულეთათვის. კურტიბას ცენტრალური რაიონები ავტომობილებისთვის დახურულია, რათა ამ გზით თავიდან აეცილებინათ საცობები. ადგილობრივი ხელისუფლების ასეთმა გადაწყვეტილებამ კურიტიბას მაღაზიებში ვაჭრობა გაზარდა, რაც დადებითად აისახა მთლიანად შტატის ეკონომიკაზე.

შედეგად, კურიტიბაში ქვეყნის მასშტაბით ჰაერის დაბინძურების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნება. ქალაქში 300 000 ხეზე მეტია დარგული, რაც წყალდიდობის ბუნებირვი დაცვაცაა. ამასთან მთავრობის გადაწყვეტილებით, „სავალდებულო“ გახდა მოსახლეობისთვის იმის სწავლა, თუ როგორ უნდა იზრუნონ ბუნებაზე და შეინარჩუნონ ეკოლოგიური ცხოვრების მაღალი ხარისხი. ამისთვის კურიტიბას ხელისუფლებამ სკოლებში ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო რესურსები გამოყო.

სტოკჰოლმი და ფრაიბურგი - მაღალი ტექნოლოგიების ეკოლოგია და განახლებადი ენერგია

გერმანული ქალაქი ფრაიბურგი ახლა ცნობილია როგორც ერთ-ერთი წარმატებული განვითარებული ქვეყანა. მთავრობა აქტიურად ახდენს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ენერგომომარაგების რეფორმირებას. გაზისა და ნახშირის გამოყენება იცვლება წყლით და ქარით.

ფრაიბურგის ზრდა 70-ან წლებში დაიწყო, როდესაც ქალაქში ბირთვული ენერგეტიკიდან განახლებადზე გადასვლა გადაწყვიტეს. მთავრობამ ქალაქისთვის ეკოლოგიიურად სუფთა პროექტები განახორციელა. ფრაიბურგში ააგეს პირველი სტადიონი მსოფლიოში, რომელიც ელექტროენერგიას თავად გამოიმუშვებდა მზის შუქით. ქალაქის ცენტრში შეზღუდულია ავტომობილებით გადაადგილება და შექმნილია ავტობუსების ფართო სამარშრუტო ქსელი და ტრამვაის ხაზები.

შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი ავითარებს ეფექტურ ტრანსპორტს, მდგრად ენერგეტიკას, წყალს იყენებს ენერგიის წყაროდ და ამავდროულად ასუფთავებს თავის წყლებს. 2050 წლისთვის სტოკჰოლმი გეგმავს გახდეს პირველი ქალაქი, რომელიც ბენზინისგან მთლიანად იტყვის უარს. სტოკჰოლმი ევროკავშირმა აღიარა ”ევროპის მწვანე კაპიტალად, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრებისკენ გზას გვიჩვენებს”.

ადელაიდა - ავსტრალიის მარგალიტი

ადელაიდაში 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 2003 წლიდან 2014 წლამდე ქალაქში 3 მილიონი ხე დაირგო. როგორც ევროპაში, ადელაიდაშიც აქტიურად იყენებენ მზის ენერგიას. მთავრობამ გამოყო მილიონობით დოლარი იმისთვის, რომ საჯარო შენობების სახურავზე მზის პანელები განეთავსებინათ.