8 რჩევა საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე

ბიზნესის დაწყება ხშირად ინვესტიციის გარდა, რისკსა და გამბედაობას მოითხოვს.

გთავაზობთ წარმატებული ბიზნესმენების რჩევებს.

აღიარეთ, რომ მეწარმისთვის სწავლა არასდროს მთავრდება. მუდმივად ეცადეთ ყოველდღე რაღაც ახალი ისწავლოთ;

ნუ ეცდებით პირდაპირ „დიდი იდეის“ პოვნას - მცირე იდეა შეიძლება დიდ სიურპრიზად იქცეს;

გარისკეთ - ყველაზე სახიფათო გადაწყვეტილება თქვენთვის შეიძლება ყველაზე სასარგებლო იყოს;

როგორც კი მიიღებთ გადაწყვეტილებას, უყოყმანოდ დაადექით გზას;

შეწყვიტეთ ნერვიულობა - თქვენ ვერ შეძლებთ გარისკვას, თუ მუდმივად ინერვიულებთ მოსალოდნელ შედეგზე;

ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების - გეშინოდეთ შეცდომების გამეორების;

ჰკითხეთ საკუთარ თავს, ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს;

შეაფასეთ ის, რითაც რისკავთ.