სემეკი ნეტო აღრიცხვის რეგულირების საკითხებზე ხვალ კონფერენციას გამართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ნეტო აღრიცხვის რეგულირების საკითხებზე ხვალ კონფერენციას გამართავს. როგორც  სემეკ-იდან იუწყებიან, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული, საბანკო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. ღონისძიებაზე განხილული იქნება ნეტო აღრიცხვის რეგულაციები საქართველოში და ამ მიმართულებით ევროპაში არსებული საუკეთესო გამოცდილება. სემეკის წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენებისა და რეგულირების საკითხებზე არსებულ სიახლეებს.

კონფერენციას სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავა და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი გახსნიან.