მსოფლიოს 12 ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიერება

დედამიწაზე შესაძლოა აღმოაჩინოთ ან იპოვოთ ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ თქვენი გამდიდრება.

1. ოქრო

ოქრო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეტალია, მისი საშუალო ფასი, 1 გრამი - 56 დოლარია. ოქროს იყენებენ როგორც სხვადასხვა სამკაულის დამზადებისთვის, ასევე კოროზიის წინააღმდეგაც.

2. რადიუმი

რადიუმი არის ერთ-ერთი უძვირფასესი ნივთიერება, იშვიათი მაგარი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი, რომლის საშუალო ფასი (1 გრამი) - 58 დოლარია. ძირითადად გამოიყენება კატალიზატორებში, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვი აირების კატალიტიკურ ფილტრ-ნეიტრალიზატორებში.

3. პლატინა

პლატინა არის ქიმიური ელემენტი, რომელიც იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში. მკვრივი, ძნელადდნობადი, ძვირფასი მონაცრისფრო-თეთრი გარდამავალი ლითონი შესანიშნავია კოროზიისადმი მდგრადობით, მაღალ ტემპერატურებზეც კი. პლატინის საშუალო ფასი (1 გრამი) 58 დოლარია. პლატინა ხშირად გვხვდება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე. ძირითადად, მოიპოვება სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე.

4. მეტამფეტამინი

მეტამფეტამინის საშუალო ფასი (1 გრამი) 100 დოლარია. ძირითადად გამოიყენება წამლებში (განსაკუთრებით ნარკოტიკებში).

5. მარტორქის რქა

შოვნა რა თქმა უნდა, ძნელია, მით უმეტეს, რომ მარტორქები გადაშენების პირას დგანან. როგორც ცნობილია, მარტორქის კბილის საშუალებით, ვიეტნამში რამდენიმე ადამიანი სიმსივნისგან განიკურნა, თუმცა მისი რქა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კბილი. მარტორქის რქის საშუალო ღირებულება (1 გრამი) 110 დოლარია.

6. პლუტონიუმი

პლუტონიუმი არის მძიმე, მყიფე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის რადიოაქტიური ლითონი. პერიოდულ სისტემაში მიეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. ძირითადად გამოიყენება ბირთვული იარაღის წარმოებაში, ბირთვულ საწვავად სამოქალაქო და კვლევითი დანიშნულების ატომურ რეაქტორებში და როგორც ენერგიის წყარო კოსმოსური აპარატებისათვის. პლუტონიუმი არის ასევე საკმაოდ მომწამლავი ნივთიერება, იწვევს კიბოს. მისი საშუალო ღირებულება (1 გრამი) 4000 დოლარია.

7. პაინიტი

ძალიან იშვიათი მინერალია. მრავალი წლის განმავლობაში დედამიწაზე ამ ნივთიერების მხოლოდ 3 კრისტალის არსებობის შესახებ იცოდნენ. 2005 წლისთვის კედევ 25 კრისტალი აღმოაჩინეს. ასევე აღმოჩენილ იქნა ამ მინერალის საბადო. საშუალო ფასი (1 გრამი) 9 000 დოლარია.

8. ტაფეიტი

მილიონჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე ბრილიანტი. 1945 წელს აღმოაჩინა გრაფმა ტაფეტმა. პატარა საბადოები ნაპოვნია ცეილონზე და ჩინეთში. ღირებულება საშუალოდ (1 გრამი) 2 500 -12 500 დოლარამდე.

9. ტრიტიუმი

წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი. ტრეტიუმის ბირთვი შედგება პროტონისა და ორი ნეიტრონისაგან, მას უწოდებენ ტრიტონს. ძირითადად გამოიყენება exit ნიშნებზე. საშუალო ღირებულება (1 გრამი) 30 000 დოლარია.

10. ბრილიანტი

ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. ბრილიანტის მასას ზომავენ კარატებით. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულად. უძვირფასესი ნივთიერების საშუალო ღირებულება (1 გრამი) 55 000 დოლარია.

11. კალიფორნიუმი

კალიფორნიუმი არის ნივთიერება რომელიც ძალიან ეხმარება ქიმიკოსებს სხვადასხვა გამოკვლევებში. ამ მეტალის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ქიმიური ცდებისა და გამოკვლევების ჩატარება. ნივთიერება ჰაერში ძალიან ცოტა რაოდენობითაა, მისი მოპოვება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ფასიც შესაბამისი აქვს. საშუალო ფასი (1 გრამი) 27 მილიონი დოლარია.

12. ანტიმატერია

ანტიმატერიის არსებობა არამარტო ფილოსოფიურად და თეორიულადაა დამტკიცებული, არამედ ქსპერიმენტულადაცაა დადასტურებული. იგი ატომის ყველაზე მარტივი ფორმაა, რაც ერთი პროტონისა და ერთი ელექტრონისგან შედგება. ვარაუდობენ, რომ დიდ აფეთქებამდე ანტიმატერიისა და მატერიის თანაბარი რაოდენობა არსებობდა. მოხდა დიდი აფეთქება, რადგან თანაფარდობა დაირღვა და მატერია უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ანტიმატერია. სწორედ ამის გამო წარმოიქმნა კოსმოსი და ჩვენც. ამჟამად ბუნებაში ისევ არსებობს ანტიმატერია და ალბათ, ბევრი ახსნა არც სჭირდება იმას, თუ რატომ არის იგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება.

წყარო intermedia.ge