გლდანში ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონში სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, გლდანის რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა.

სამ ობიექტზე - გლდანის მე-8 მ/რ-ის 23 კორპუსის მიმდებარედ, ლიბანის #19-სა და მუხიანის მე-4 ბ მ/რ-ის 41-42 კორპუსების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყო, სადაც უსაფრთხოების ზომები სრულადაა დაცული. ტრენაჟორები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვილილი. სავარჯიშო ზონა გადახურულია და შესაბამისად, ტრენაჟორებით სარგებლობა ნებისმიერი კლიმატის პირობებშია შესაძლებელი.

ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და ხელშეწყობას ემსახურება.

მერიის ინფორმაციით, წლის ბოლომდე სავარჯიშო ტრენაჟორები კიდევ 7 მისამართზე მოეწყობა. ამ სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 223 ლარია გამოყოფილი.