ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.52 ლარია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.52 ლარია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება.

ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.52 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.44 ლარად.

„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთი დოლარის შეძენა 2.5180 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.4400 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.5150 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.4550 ლარად.

„ბანკ ქართუში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4950 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი ლარს 2.4450 მიიღებს.

დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება Halyk Bank-ში, სადაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.480 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.440 ლარს მიიღებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4773 ლარია.