დოლარმა 9-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ დოლარის ინდექსმა ექვს ძირითად ვალუტასთან მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

„ბლუმბერგის“ ცნობით, დოლარმა ოთხთვიანი მაქსიმუმი დააფიქსირა იენთან მიმართებაში და ერთი დოლარის ღირებულებამ 106,90 იენი შეადგინა.

იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა დოლართან ევრომ. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს ღირებულებამ 1,0810 დოლარი შეადგინა.

ამასთან ერთად, დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა მექსიკური პესო, რაც გამოწვეულია პროგნოზით, რომ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიასთან შედარებით, მექსიკასთან პოლიტიკას შეარბილებს.