ჰაერის დაბინძურებით  მსოფლიო ყოველწლიურად 5 ტრილიონ დოლარს კარგავს

მსოფლიო ეკონომიკა ყოველწლიურად 5 ტრილიონ დოლარს კარგავს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების გამო.

რამდენიმე კვირის წინ, ლანკასტერის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად , ჰაერის დაბინძურება ადამიანებში ისეთ დაავადებას იწვევს, როგორიც ალცჰეიმერია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში სამი მილიონი ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია.

ქალაქების ეკოლოგია ბევრ ქვეყანაში უკანა პლანზეა და მათზე ზრუნვა პრაქტიკულად მივიწყებულია. თუმცა ყველა ქვეყანაში ასე არ ხდება. ევროპის ბევრ ქვეყანაში ეკოლოგიური მზრუნველობა პირველი ადგილზეა.

გერმანიის ქალაქი ფრაიბურგი ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილია მსოფლიოში ქალაქის მდგრადი განვითარებით. ხელისუფლება აქტიურ რეფორმებს ატარებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის კუთხით. ქალაქმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში თქვა უარი ბირთვულ ენერგეტიკაზე და განახლებად ენერგიაზე გადავიდა.

ევროპის ბევრი წამყვანი ქალაქისგან განსხვავებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემა მეტწილად ტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურებითა და საწარმოებით არის გამოწვეული.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უმთავრესად ავტოტრანსპორტი იწვევს. მრავალი კვლევით დადგინდა, რომ თბილისში მოძრავი ავტომობილების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს.

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, თბილისის მოსახლეობას გარემოს დაბინძურება ყველაზე მეტად აწუხებს.

კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისელთა 38%-მა გარემოს დაბინძურება დაასახელა.

„ნუმბეოს“ ჰაერის დაბინძურების 2016 წლის ინდექსში საქართველო 108 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში თბილისის მოსახლეობა საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა უბნებს ირჩევს და ცდილობს, არჩევანი მწვანე გარემოზე შეაჩეროს.

სპეციალისტთა განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის დაბინძურებამ შეცვალა მომხმარებლის მოთხოვნა და გემოვნება. ადგილობრივ მომხმარებელს გაუჩნდა ახალი მოთხოვნები, შეიცვალა მათი გემოვნება, ქცევის ტენდენციები და პრეფერენციები უძრავის ქონების შეძენასთან დაკავშირებით.

ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფის - კომპანია ACT Research-ის მიერ ჟურნალ „მარკეტერისთვის“ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, მომხმარებელთა უმრავლესობა, თბილისში ბინის ყიდვისას ითვალისწინებს, თუ რამდენად წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა და სამსახურთან/სასწავლო დაწესებულებასთან ან სავაჭრო ცენტრთან ახლოს იმყოფება ბინა. ACT Research-ის კვლევის თანახმად, ბინის შეძენის მხრივ, პრიორიტეტს ანიჭებენ: საბურთალოს - 30%, დიდუბე-დიღომს - 17%, თბილისის გარეუბნებს -13%, ნაძალადევს - 11%, ვაკე-ბაგებს - 9%, დანარჩენი კი სხვა უბნებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ დროს ყველაზე პრესტიჟულ უბნად მიჩნეული ვაკე დიღომს 8%-ით ჩამორჩა.

„ბოლო პერიოდში, მომხმარებელს შორის ეგრეთ წოდებული „პრესტიჟული“ უბნები ნაკლებად პრიორიტეტული გახდა და ბინის შეძენის დროს უპირატესობას ისეთ უბნებს ანიჭებენ, სადაც ნაკლები ხმაური, მოძრაობა და გამონაბოლქვია“, - აღნიშნავს ACT-ის ბიზნეს კვლევების ანალიტიკოსი თინათინ ბასილაშვილი. სპეციალისტთა განცხადებით, მომხმარებელთა შორის დიღმის პოპულარობა პირველ რიგში მისმა ადგილმდებარეობამ განაპირობა. ცენტრალური უბნებისგან განსხვავებით, დიღომში სიმწვანე და სუფთა ჰაერია. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ უბნის სიახლოვეს განთავსებულია უამრავი მნიშვნელოვანი დაწესებულება და სავაჭრო ობიექტი. მალე დიღომს კიდევ ერთი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება. კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ პროექტი „მწვანე ალმასის” განხორციელება დაიწყო.

”მაქრო ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორის მოადგილე პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარაერის განცხადებით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევისას პრიორიტეტი ეკოლოგია, სიმწვანე და სუფთა ჰაერი იყო. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრში ურბანიზაციის პრობლემაა და არ არის საკმარისი ადგილი ისეთი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, როგორიც „მწვანე ალმასია“.

„ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ დიღმის არჩევა იყო. ის ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა უბანია თბილისში“, - აღნიშნა ოღუზ კარაერმა.

სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, თუკი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება სურთ, აუცილებლად გაამახვილონ ყურადღება სიმწვანეზე და გარემოზე, რომელსაც მათ სამშენებლო კომპანია სთავაზობთ.